saWmeli sokoebi - iremasoko

Царство: Грибы
Отдел: Basidiomycota
Класс: Агарикомицеты
Порядок: Телефоровые
Семейство: Банкеровые
Род: Саркодон
Вид: Ежовик пёстрый
Международное научное название: Sarcodon imbricatus

 

ირემასოკო - (ინგ. Sarcodon imbricatus) (რუს. Ежовик пёстрый)

სინონიმი: უცნობია.

ერთერთი სახეობა, რომელიც აღწერილია კარლ ლინეის (Hydnum imbricatum) მიერ ნაშრომის «Species Plantarum» მეორე ტომში, 1753წ. Sarcodon-ის გვარს მიაკუთვნა ფინელმა მიკოლოგმა პ.ა.კარსტენმა 1881წ.

აღწერა

ნაყოფის სხეული ხორციანი, საკმაოდ მსხვილები.

ქუდი დიამეტრით 5-10 (20) სმ, მშრალი და მაგარი. ქუდის ფორმა ბრტყელი-ამობერილი, მოგვიანებით ფართოდმოღუნული ან შუაში ჩაზნექილი, ხანდახან ძაბრისებურ ფორმას იღებს; კიდეები ტალღოვანი, ახალგაზრდა სოკოებს აწეული, მომწიფებულებს ოდნავ შემოკეცილი. დაფარულია მსხვილი ამობურცული აწეული ქერცლებით, რომლებიც განლაგებულია კონცენტრული წრეებით და მოგვაგონებს კრამიტს;აქედან არის სოკოს სახეობის ლათინური სახელწოდება „კრამიტისმაგვარი“.ქუდის ფერი მურა ან მონაცრისფრო-მურა ფერის, ქერცლები უფრო მუქი ფერის აქვს. ახალგზარდა სოკოების ქუდის ზედაპირი ხავერდოვანია, მერე ქერცლები მსხვილდებიან და უხეშდებიან, იღებენ უფრო მუქ შეფერილობას. შემდგომ დამწიფებასთან ერთად ქერცლები ნაწილობრივ ცვივა და ქუდი უფრო გლუვი ხდება.

რბილობი მოთეთრო, მოგვიანებით ჭუჭყიანი ნაცრისფერი; ახალგაზრდა სოკოებს მკვრივი და წვნიანი, მოწიფულებს მშრალი და მაგარი. აქვს სპეციფიური მკვეთრი სუნი და მომწარო გემო.

რაც უფრო დიდია სოკო, უფრო უსიამოვნო სუნი აქვს.

ჰიმენოფორა ხშირი ნემსისმაგვარი მტვრევადი ეკლების სახით, 1-10მმ სიგრძის, დაღმავალი და ადვილად მოშორებადი ფეხიდან. ახალგაზრდა სოკოებს ეკლები მოთეთრო აქვს, ასაკთან ერთად მუქდება და ხდება მურისფერი.

ფეხი მშრალი, მსხვილი და მაგარი, არათანაბრად ცილინდრული, წესისამებრ ფართოვდება ძირისკენ (თითქმის გორგლისმაგვარ ფორმას იღებს); ახალგაზრდა სოკოებს ერთიანი, დიდ სოკოებს უხდება ფუყე; 2-5 (8)სმ სიგრძის და 1-1,5(3)სმ. სისქის. ფეხი ექსცენტრულ მდგომარეობაშია ქუდთან. ფეხის ზედაპირი გლუვი და ოდნავ ბოჭკოვანი; ზემოდან ნაცრისფერი რა ფერისაც ქუდი, ძირში მურიფსერი. გვხვდება იისფერ ფეხიანი ეგზემპლიარები.

სპორების ფხვნილი მურისფერი. სპორები: 7-8 × 5-5,5მკმ, ელიფსისებური ან თითქმის მრგვალი, ხორკლიანი, მურა-მუქი ყავისფერი.

ეკოლოგია და გავრცელება

მიკორიზას (ფესვს) იკეთებს წიწვოვან ხეებთან. იზრდება მშრალ წიწვოვან (განსაკუთრებით ფიჭვნარში), იშვიათად შერეული ტყეების ნიადაგზე. ამჯობინებს ქვიშიან ნიადაგს. გვხვდება ერთეულად და ჯგუფებად 3-5 ეგზემპლარისგან შემდგარი; ხანდახან „ალქაჯის წრეებად“ იზრდება. გავრცელებულია ყველანაირ ტყეში, საკმაოდ უხვად, ადგილადგილ იშვიათათია.

სეზონი აგვისტოდან ოქტომბერ-ნოემბრის ცათვლით, მასიური მოსავალი გრძელდება აგვისტოს მეორე ნახევრიდან  სექტემბრის ბოლომდე.

მსგავსი სახეობები

• Sarcodon glaucopus გლუვი ქუდით და ფეხის ძირთან ლურჯი შეფერილობით
• ირემასოკო ხორკლიანი (Sarcodon scabrosus) უფრო ღიაფერის ქუდით და პატარა მიპრესილი ქერცლებით, პირობითად-საჭმელი სოკო, ხშირად მწარე გემოს გამო საკვებად უვარგის სოკოდ ითვლება.
• Sarcodon amarescens მწარე და საკვებად უვარგისი, გამოირჩევა მოლურჯო-შავი ფეხის ბაზით.
• მზეზე ძლიერ გახუნებული ჭრელი ირემასოკოს ეგზემპლიარები მოგვაგონებს ყვითელ ირემასოკოს (Hydnum repandum), კარგი ხარისხის საჭმელი სოკო.
• გირჩა სოკო გირჩისებური(Strobilomyces strobilaceus) იშვიათი სოკო ჭრელი ქერცლიანი ქუდით, მაგრამ მილაკოვანი ჰიმენოფორით.

გამოყენება

პირობითად-საკვები, ითვლება საშუალო ხარისის სოკოდ. ნორჩი, უმწიფარი სოკოები გამოიყენება ყველანაირი სახით, მათ შორის დაწნილებული, მარინადი და გამხმარი; მომწარო გემო უქრება რამდენიმეწუთიანი დუღილის მერე. აქვს დამახასიათებელი მძაფრი არომატი, ამიტომ მცირე რაოდენობით იყენებენ როგორც სუნელს.

ბებერი სოკოები მაგრდება, იღებენ მწარე გემოს და საკვებად უვარგისია. არსებული ინფორმაციით ნედლი ირემასოკო შეიძლება შხამიანი აღმოჩნდეს.

სინონიმი:

• Hydnum imbricatum L.basionym
• Fungus imbricatus (L.) PAULET
• Phaeodon imbricatus (L.) J. SCHRÖT. და სხვ.

რუსულიდან: თავისქალასებრი ზღარბასოკო, ქერცლიანი ზღარბასოკო, ჭრელი საკროდონი, ქათამა, ქორი-სოკო.